საქონლის ხელოვნური განაყოფიერების ოსტატების გადამზადება

„ბლაუენშტაინ ედუს“ ტრენინგ ცენტრში, სოფელ შარდომეთში 21 ფერმერი, ვეტერინარი და დაინტერესებული პირი გადამზადდა.
კურსის მონაწილეებმა მიიღეს, თეორიული და პრაქტიკული ცოდნა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხელოვნური განაყოფიერების შესახებ.
პროექტის მიზანი მაღალმთიანი რეგიონის მეცხოველეობაში ჯიშობრივი გაუმჯობესების ხელშეწყობაა.
20 წლის, ლევან გონაძე ერთ-ერთია, ვინც ტრენინგს დაესწრო.
"ყველაზე მეტად მომეწონა ის, რომ ტრენინგის დიდი ნაწილი პრაქტიკული მეცადინეობა იყო. ბევრ ტრენინგს დავასწრებივარ, მაგრამ იქ ძირიეირითადად თეორიული ცოდნის გაზიარება ხდება, ამ 10 დღიანი კურსის შემდეგ, შემიძლია დამოუკიდებლად ხელოვნური განაყოფოერების გაკეთება.”- ამბობს ლევან გონაძე.

პროექტის ფარგლებში, სპეციალურად შეიქმნა მსხვილფეხა რქოსანი ცხოველების ხელოვნური განაყოფიერების სახელმძღვანელო და მოდული.
აღნიშნული სახელმძღვანელო და პროგრამა გადავეცით ამბროლაურის, პროფესიულ კოლეჯს ”ერქვანი”.
ონის და ამბროლაურის სოფლებში 200- ზე მეტ ოჯახს მივაწოდეთ ინფორმაცია საქონლის ჯიშების გაუმჯობესების და ხელოვნური განაყოფიერების შესახებ.
პროექტის ფარგლებში, ფერმერებს შეხვდა და გამოცდილება გაუზიარა შვეიცარიელმა ვეტერინარმა დანიელ კრებსმა.
ტრენინგის მონაწილეებს გადაეცათ “ხელოვნური განაყოფიერების ოსტატის” სერთიფიკატები.
პროექტი განხორციელდა „გაეროს განვითარების პროგრამა“UNDP, “შვეიცარიის განვითარების სააგენტო“ (SDC) და შპს „ბლაუენშტაინ საქართველოს” ფინანსური მხარდაჭერით.