შეხვედრა, შვეიცარიელ ვეტერინართან

“ბლაუენშტაინ  ედუ”-ს ტრენინგ ცენტრში, რაჭაში, სოფელ შარდომეთში შვეიცარიელი ვეტერინარი დანიელ კრებსი მესაქონლეობაში ჩართულ ფერმერებს და ვეტერინარებს შეხვდა. 

დანიელ კრებსმა, ადგილორივ ფერმერებსა და ვეტერინარებს გაუზიარა ცოდნა,  საქონლის ჯანმრთელობის შეფასებისა და მათი ხელოვნური განაყოფიერებისთვის მომზადების შესახებ.

 

მომავალში, პრიექტის ფარგლებში, ოცი ფერმერი და ვეტერინარი გადამზადდება. ისინი მიიღებენ, როგორც პრაქტიკულ ისე თეორიულ ცოდნას და “განაყოფიერების ოსტატის” სერთიფიკატს.  პროექტი ხელს შეუწყობს, რეგიონში მსხვილფეხა საქონლის ჯიშობრივ გაუმჯობესებას.  


პროექტის მხარდამჭერია “გაეროს განვითარების პროგრამა” (UNDP),  “შვეიცარიის განვითარების სააგენტო” (SDC) და შპს  “ბლაუენშტაინ საქართველო”.

იხილეთ ფოტო-გალერია