მოდული - მინდვრად საკვებწარმოება
„სასოფლო/სამეურნეო ექსტენციის მხარდაჭერა რაჭაში“ პროექტის ფარგლებში, - ონის მუნიციპალიტეტში - სოფ. შარდომეთში, „ბლაუენშტაინ საქართველო“ - ს და სოფლის მეურნეობის სამინისტროს რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს (RICC) - წარმომადგენლებისათვის, დასრულდა „სასწავლო ტრენინგ/პროგრამა ფერმერებისათვის - " ძროხის საკვები, საკვებწარმოება და კვება“
ტრენინგები მიმდინარეობდა პრაქტიკის ჩართვით.
პროექტი ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის ( UNDP ) "საქართველოს სოფლის მეურნეობის პროფესიული განათლებისა და ექსტენციის სისტემების მოდერნიზება"– პროგრამის ფარგლებში, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) ფინანსური მხარდაჭერით. ➡ ტრენერი - თამარ ახალაძე
განვლილი თემები: ✅სილოსის და სენაჟის წარმოება, დამზადების ტექნოლოგია ✅შეფუთული სენაჟის დამზადების ახალი პროგრესული ტექნოლოგია ✅საძოვრის შხამიანი მცენარეები ✅მარცვლოვანი კულტურების ზოგადი დახასიათება. ✅ნიადაგის დამუშავება, განოყიერება სასუქები
ტრენინგები მიმდინარეობდა პრაქტიკის ჩართვით.
სერვისის მოწოდებისათვის, „ბლაუენშტაინ ედუ“ მადლობას უხდის ფონდს - „აფხაზინტერკონტი“ (AIC)
ტრენინგის ვადები - 30 აპრილი - 1 მაისი