სამომავლო გეგმები

გეგმები

სამომავლო ტრენინგები

ტესტები

ხელოვნური განაყოფიერების სერვისის    დანერგვის პროექტი

პროექტის მიზანი

მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ჯიშობრივი გაუმჯობესების ხელშეწყობა რეგიონში მეცხოველეობის განვითარის მიზნით

წინადადების ძირითადი არსი:   

სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა პროდუქტიულობის გაზრდის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა ცხოველთა სანაშენე და პროდუქ¬ტიული თვისებების გაუმჯობესება სელექციის გზით. მეცხოველეობის პროდუქტიულობის გაზრდის საქმეში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ცხოველთა  ხარისხობრივ გარდაქმნას, ანუ მათი ჯიშური, სანეშენე და პროდუქტიული თვისებების გენეტიკური პოტენციალის  სისტემატურ გაუმჯობესებას, რაც მიიღწევა კარგად ორგანიზებული სასელექციო–სანაშენე მუშაობით.

იქიდან გამომდინარე, რომ რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი არის მაღალმთიანი რეგიონი, მესაქონლეობა არის ის ძირითადი სეგმენტი სადაც ამ სფეროს აქვს განვითარების პოტენციალი, ამ მიმართულებით ერთ-ერთ მთავარ და გადაუჭრელ პრობლემას წარმოადგენს ადგილობრივი საქონლის ჯიშობრივი დეგრადაცია. ამიტომაც ვერ იღებს ფერმერი სასურველ ეკონომიკურ სარგებელს, რადგან არ არის მისი საქონელი კონკურენტუნარიანი ბაზარზე.

 ჯიშობრივი გაუმჯობესება არის საკმაოდ ხანგძლივი პროცესი და რეალური ხელშესახები შედეგის მიღებას დასჭირდება რამდენიმე წელიწადი,თუმცა თუ არ მოხდა ამ პროცესის დაწყების ხელშეწყობა დროთა განმავლობაში სულ უფრო გაიზრდება ადგილობრივი საქონლის თვითღირებულება და ფერმერი კიდევ უფრო მეტ შემოსავლებს დაკარგავს.

ჯიშობრივი გაუმჯობესების და ხალასი ჯიშის მიღება შესაძლებელია ხელოვნური განაყოფიერებით, რომელზეც არ აქვს ხელმისაწვდომობა რაჭის მოსახლეობას, ასევე მათ არ აქვთ დეტალური ინფორმაცია რა კონკრეტული სარგებლის მიღება იქნება შესაძლებელი ამ პროცესით.

პროექტის ფარგლებში შერჩეული იქნება შვიცისა და სიმენტალის ჯიშების გასანაყოფიერებელი მასალა.  ეს ჯიშები საუკეთესოდ ერგება რაჭის რელიეფსა და პირობებს და ითვლება შერეული მიმართულების (მეხორცული და მერძეული) მთის ჯიშებად.

• რეგიონის პოტენციალიდან გამომდინარე პირველ ეტაპზე მოხდება 700 დან 1000 სულამდე ადგილობრივი 2 დან 5 წლამდე ფურის განაყოფიერება. 

• პროექტის ძირითადი მიზანია განაყოფიერების სერვისის პირველი ეტაპის შედეგების საფუძველზე ეს სერვისი გახდეს მუდმივად ხელმისაწვდომი რეგიონის ფერმერებისათვის. 

პროექტის ხანგრძლივობა   - 12-18 თვე.

ბლაუენშტაინ ედუ უზრუნველყოფს სერვისით მოსარგებლე ფერმერებისათვის წელიწადში ერთხელ დაგეგმოს      ტრენინგი მეცხოველეობის თემაზე.

პროექტის ფარგლებში სამიზნე ჯგუფები:

·         ფერმერები (მეცხოველეობა);

·         ზრდასრული მოსახლეობა და მეცხოველეობის ფერმებში დასაქმებული პირები;

·         ზოოვეტერინარული სფეროს სერვისის მიმწოდებლები

 

სადემონსტრაციო პროექტის განხორციელების ადგილი:

 ონის რაიონის სოფლები:  ღები, ჭიორა, გლოლა, სევა, სორი, ფარახეთი, ღარი, უწერა.

ამბროლაურის რაიონის სოფლები:  ურავი, ლიხეთი,ა ბარი, წესი.

პროექტში ჩართული მხარეები

          ააიპ ბლაუენშტაინ ედუ

         გაეროს განვითარების პროგრამა(UNDP)

         შპს ბლაუენშტაინ საქართველო

         სახელმწიფო ან დონორი

          ბენეფიციარი ფერმერი

        პროექტის სავარაუდო მოკლევადიანი და გრძელვადიანი  შედეგები

 

• ჯიშის სრულად გადახალისებას სჭირდება ოთხი თაობის გამოყვანა რასაც დასჭირდება დაახლოებით 8-10 წელი , თუმცა ფერმერი პირველ შედეგს პირველივე თაობაში ნახავს, რადგან ხელოვნური განაყოფიერების შედეგად მიღებული ხბო და შესაბამისად უკვე გაზრდილი საქონელი იქნება მნიშვნელოვნად განსხვავებული ადგილობრივი ჯიშისგან როგორც ხარისხობრივად ასევე ცოცხალი წონის და გამოსავლიანობის მიხედვით. 

• მნიშვნელოვანია რომ ფერმერს ფაქტიურად გარანტირებული ბაზარი ექნება შპს „ბლაუენშტაინ საქართველოს“ სახით, რომელიც საბაზრო ფასში შეისყიდის  ამ სერვისით მოსარგებლე ფერმერისგან საქონელს. რაც მნიშვნელოვანია შპს „ბლაუენშტაინ საქართველოსათვისაც“ და ფინანსურ მონაწილეობას  იღებს  განაყოფიერების სერვისის დანერგვაში.

 

• აღიშნული სერვის არსებობა აჩენს შესაძლებლობას რომ დროთა განმავლობაში რეგიონში შეიცვალოს ადგილობრივი საქონლის ხარისხი რაც პირდაპირ აისახება რეგიონის ეკონომიკაზე.